ბრიტანულმა რეგულატორმა სამი მშობლისგან ბავშვის დაბადებაზე თანხმობა განაცხადა

ბრიტანეთის ემბრიონოლოგიისა და ხელოვნური განაყოფიერების სამმართველომ (HFEA) ბავშვის ორი ქალისგან და ერთი მამაკაცისგან დაბადებაზე თანხმობა განაცხადა. ასეთი პირველი ბავშვი 2017 წლის ბოლოს გამოჩნდება. HFEA კლინიკებს და პაციენტებს მსგავსი პროცედურებისთვის ლიცენზიას მისცემს. სამი ადამიანის დნმ-ის გამოყენება იმის საშუალებას იძლევა, რომ ბავშვები მიტოქონდრიალური დაავადებების გარეშე დაიბადონ, რომელიც 4,3 ათასიდან ერთ ბავშვს აქვს. დაავადება მომაკვდინებელია.
ექსტრაკორპორალური განაყოფიერების მეთოდი ნიუკაქლის უნივერსიტეტში შემუშავდა.
უფლებადამცველები, რომლებიც გენეტიკური ცვლილებების წინააღმდეგ გამოდიან, თვლიან, რომ სამი მშობლის პრაქტიკა ე.წ. “დიზაინერული ბავშვების” თაობას დაუდებს საფუძველს

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთიდან დევნილი წარმატებული სპორტსმენები და სპორტის მუშაკები საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ
შემდეგი სტატიაპარიზში ვირთხების გადარჩენის მოთხოვნით კამპანია დაიწყეს