ბრიტანული სპეცრაზმის SAS სნაიპერმა “ისლამური სახელმწიფოს” ინსტრუქტორ-ჯალათი მოკლა

14ბრიტანული SAS-ის სნაიპერმა, დაახლოებით 1200 მეტრიდან “ისლამური სახელმწიფოს” ინსტრუქტორი-ჯალათი მოკლა, სირიის ჩრდილოეთით. დაახლოებით ორი კვირის წინ ჩატარებულ ოპერაციაზე ბრიტანული ტაბლოიდი The Daily Star-ი წერს.
გაზეთის ინფორმაციით, ინსტრუქტორის ადგილმდებარეობის შესახებ მონაცემები სპეცრაზმელებმა სადაზვერვო სამსახურ MI6-დან მიიღეს. დაზვერვამ ასევე მოახსენა იმასთან დაკავშირებით, რომ ბოევკების სასწავლო ბანაკი სოფლის სკოლის გვერდით მდებარეობს. მშვიდობიანი მოსახლეობის გამო ავიადარტყმების განხორციელება შეუძლებელი იყო. გადაწყდა, რომ ოპერაციაში SAS-ის ორი ჯგუფი ჩაერთვებოდა.
The Daily Star-ის მონაცემებით, სნაიპერმა ზუსტად მაშინ განახორციელა გასროლა, როცა ინსტრუქტორი კურსანტებს აჩვენებდა, თუ როგორ უნდა მოკვეთონ მსხვერპლს თავი დანის ან ნაჯახის მეშვეობით.
ოპერაციის შემდეგ სპეცრაზმელები ერაყში დაბრუნდნენ.

banner
წინა სტატიაშითურქეთის თავდაცვის სამინისტრომ სირიაში სამხედრო ნაწილის გაგზავნის შესახებ ინფორმაცია უარყო
შემდეგი სტატიასირიის საზღვართან თურქი ჯარისკაცი დაიღუპა