ბრიტანული პოლიცია გაზრდილ ქსენოფობიურ დანაშაულებებზე ლაპარაკობს

რასობრივი და ეთნიკური მოტივებით ჩადენილი დანაშაულებები, რეფერენდუმის შემდეგ, 10-ჯერ გაიზარდა – ბრიტანული პოლიცია იუწყება.
როგორც ლონდონის პოლიციის ხელმძღვანელების ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე, სარა ტორნტონი წერს, რეფერენდუმის ჩატარების დღიდან, გასული ხუთშაბათიდან დღევანდელი დღის ჩათვლით, მისმა უწყებამ 331 ინციდენტის შესახებ მიიღო შეტყობინება, რომელიც ქსენოფობიასა და რასიზმს ეხება.
ტორნტონის თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველ დღე, საშუალოდ 47 შემთხვევა ხდება, მაშინ, როცა, ჩვეულებრივ, კვირაში 63 -ჯერ ფიქსირდებოდა.
ბრიტანელები განსაკუთრებით აგრესიულად ექცევიან მუსლიმებს და პოლონელებს.
ამასთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ, პოლონეთის პრემიერი ბრიტანელ კოლეგას ესაუბრა და საკთხის მოგვარება სთხოვა.

banner
წინა სტატიაშიპალესტინელმა 13 წლის ებრაელი გოგონა საკუთარ ლოგინში აკუწა
შემდეგი სტატიაRammstein-ის ვოკალისტი აღშფოთებულია პუტინის მხარდამჭერი ყალბი ფოტოების გამოქვეყნებით