ბრიტანული გამოცემა BBC „ფრესკოსა“ და „ბიბლუსი გალერის“ თანამშრომელთა პროტესტს ეხმაურება

სუპერმაკეტების ქსელ „ფრესკოსა“ და მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსის“ თანამშრომლების პროტესტს გავლენიანი ბრიტანული გამოცემა BBC სპეციალურ სტატიას უძღვნის.

BBC-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ქართველი დასაქმებულები პროტესტისთვის სოციალურ მედიას იყენებენ და დამსაქმებლებს, საკუთარი შრომითი უფლებების პატივისცემისკენ მოუწოდებენ.

სტატიაში ნათქვამია, რომ „ბიბლუსისა“ და „ფრესკოს“ შემთხვევებში, პროტესტი „ფეისბუქის“ საშუალებით დაიწყო, სადაც შესაბამის ვიდეოებს საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

„ჩვენი უფლებების დასაცავად, სოლიდარობა და გაერთიანება გვჭირდება. მოვუწოდებთ ყველა დასაქმებულს, შემოგვიერთდნენ. პრობლემა საერთო საკითხს ეხება. დააფიქსირე სოლიდარობა და დადექით ჩვენთან ერთად“, – ნათქვამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ერთ-ერთ ვიდეოში.

სუპერმარკეტების ქსელ „ფრესკოს“ თანამშრომლებმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელეს. განცხადებაში 12-საათიანი სამუშაო გრაფიკზე, სამუშაო პროცესში არსებული აკრძელვებზე, ანაზღაურების ხელოვნური დანაკლისებით გაცემისა და სხვა მძიმე შრომითი პირობების დარღვევის შემთხვევებზეა საუბარი.

მსგავსი შინაარსის განცხადება გაავრცელეს ასევე, წიგნის მაღაზია „ბიბლუსი გალერის“ თანამშრომლებმა.

banner
წინა სტატიაშითალაკვაძე არ ფლობს ინფორმაციას, პრეზიდენტის ადმინისტრაციას შეხვედრაზე უარი ვინ უთხრა
შემდეგი სტატიაგვჭირდება თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებელი?! – დიახ, გვჭირდება