ბრიტანული დაზვერვა – გენერალ დვორნიკოვის დანიშვნა ცხადყოფს, თუ როგორ აიძულა უკრაინის მტკიცე წინააღმდეგობამ და ომის არაეფექტურმა დაგეგმვამ რუსეთი თავისი მიზნები გადაეფასებინა

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო ქვეყნის დაზვერვაზე დაყრდნობით ახალ მონაცემებს აქვეყნებს.

უწყების ინფორმაციით, რუსეთის მიერ არმიის გენერალ ალექსანდრ დვორნიკოვის დანიშვნა უკრაინის ომის მეთაურად წარმოადგენს ძალის ცენტრალიზებისა და და კონტროლის დამყარების მცდელობას.

„ბევრი რუსი გენერლის მსგავსად, დვორნიკოვს აქვს სარდლობის გამოცდილება სირიაში. გარდა ამისა, 2016 წლიდან ის მეთაურობდა რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქს, რომელიც ესაზღვრება უკრაინის დონბასის რეგიონს“, – ნათქვამია დაზვერვის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლების განცხადებებით დონბასში მათ გარკვეულ წინასვლას მიაღწიეს.

„დვორნიკოვის არჩევა კიდევ უფრო ცხადყოფს, თუ როგორ აიძულა უკრაინის მტკიცე წინააღმდეგობამ და ომის არაეფექტურმა დაგეგმვამ რუსეთი თავისი მიზნები გადაეფასებინა“, – წერია დაზვერვის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიაშშ უკრაინას დამატებით 750 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას მიაწვდის
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი – რუსლან სტეფანჩუკს დავუდასტურე უკრაინაში ვიზიტისთვის მზაობა