ბრიტანეთში უკრაინის ელჩის მანქანას დაესხნენ თავს

შაბათს, 13 აპრილს ბრიტანეთში უკრაინის ელჩის ნატალი გალიბარენკოს მანქანას დაესხნენ თავს – მანქანა საელჩოსთან იდგა. პოლიციის გამოძახების შემდეგ სამართალდამცველებმა თავდამსხმელის მანქანა დააკავეს, თუმცა, მიუხედავად მათი იქ ყოფნისა, თავდამსხმელმა აგრესიული ქმედებები ხელმორედაც გაიმეორა – უკრაინული მედია წერს. ამის შემდეგ პოლიციელები იძულებული გახდნენ მისთვის ცეცხლი გაესხნათ. ეჭვმიტანილი დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. დაკავებულის იდენთიფიცირება და მოქმედების მოტივები დგინდება.

banner
წინა სტატიაშინაგავს სოხუმიდან გალში ჩაიტანენ
შემდეგი სტატიაისარელმა სირიაში ირანის პოზიციები დაბომბა