ბრიტანეთში წყვილმა ეჭვიანი ღორის ჭამაზე 2 ათასი ფუნტი დახარჯა (ფოტოები)

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 4, 2016 19:31

ბრიტანეთში წყვილმა ეჭვიანი ღორის ჭამაზე 2 ათასი ფუნტი დახარჯა (ფოტოები)

ბრიტანეთში 36 წლის დენმა და 32 წლის ემმამ 2 ათასი ფუნტი სტერლინგი დაახარჯეს 7 თვის გოჭს ლუის – Daily Mail-ი წერს.
ლუი მინი-ღორია და ის 20 კილოს იწონის. მიმდინარე მომენტში, ლუი ტერიერის სიმაღლის არის. შინაური ცხოველი სიამოვნებით სეირნობს პატრონებთან ერთად პარკში, ტახტიდან უყურებს ტელევიზორს, კბილებს ჯაგრისით იხეხავს და ვანაში ჭყუმპალაობს.
როგორც გამოცემა წერს, ღორი ისეთი განებივრებულია, რომ როცა პატრონები ერთმანეთს კოცნიან, ის ეჭვიანობას იწყებს. 3 თვის მანძილზე კი, სანამ რემონტი დამთავრდებოდა სახლში, სულაც პატრონებთან იწვა. ახლა მას საკუთარი ლოგინი აქვს. დენის თქმით, ლუი ძალიან კეთილია და მორცხვია უცხო ადამიანებთან ურთიერთობაში.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 4, 2016 19:31

Google სტატისტიკა


2,765
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics