ბრიტანეთში, სკტიპალების საქმეში მესამე ეჭვმიტანილი იპოვეს

სერგეი და იულია სკრიპალების ქიმიური იარაღით მოწამვლის საქმეში ანატოლი ჩეგიპასა და ალექსანდრე მიშკინის გარდა, სავარაუდოდ, მესამე პირიც მონაწილეობდა – რუსული სამხედრო დაზვერვის ოფიცერი, რომელიც ბრიტანეთში სერგეი ფედოტოვის სახელით შევიდა – The Telegraph-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, 45 წლის ფედოტოვი ჩეგიპასა და მიშკინთან ერთად 2018 წლის 2 მარტს ჩავიდა სამეფოში და მათთან ერთად უნდა დაბრუნებულიყო მოსკოვში, თუმცა, გაურკვეველი მიზეზებით, რეგისტრაცია გადადო და ბრიტანეთში კიდევ რამდენიმე დღით დარჩა. სკრიპალების საქმეში მესამე ეჭვმიტანილზე რამდენიმე თვის წინ დაიწერა. რუსულმა Fontanka.ru-მ კი მისი სახელიც გამოაქვეყნა. ლონდონში რუსეთის საელჩომ The Telegraph-ის სტატიას “მორიგი ინფორმაციული გამოხტომა” უწოდა.

რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცერი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი სოლსბერიში 2018 წლის მარტში მოწამლეს.

banner
წინა სტატიაშიგერმანელი ნობელის პრემიის ლაურეატი მანფრედ აიგენი გარდაიცვალა
შემდეგი სტატია“ბოჰემური რაფსოდიის” რეჟისორი სექს-სკანდალის გამო ნომინაციიდან მოხსნეს