ბრიტანეთში შს მინისტრად საჯიდ ჯავიდი დაინიშნა

ბრიტანეთში შს მინისტრად საჯიდ ჯავიდი დაინიშნა, რომელიც მანამდე ადგილობრივი თვითმმართველობებისა და საცხოვრებლების საქმეებს ხელმძღვანელობდა. შს ყოფილი მინისტრი ემბერ რადი მიგრანტებთან სკანდალის გამო გადადგა. რადიმ თქვა, რომ მან პარლამენტი შეცდომაში შეიყვანა – საქმე მიგრანტების დეპორტაციის მონაცემებს ეხებოდა. საჯიდ ჯავიდი პაკისტანელი ავტობუსის მძღოლის შვილია. მისი ოჯახი ბრიტანეთში 1960-იან წლებში გადავიდა საცხოვრებლად. ჯავიდი 1969 წელს ლანკაშირის საგრაფოში დაიბადა. მას ოთხი ძმა ყავს. ახალი მინისტრი ექსეტერის უნივერსიტეტში პოლიტოლოგიასა და ეკონომიკას სწავლობდა. სხვადასხვა დროს მუშაობდა ნიუ-იორკში ბანკ Chase Manhattan-ში, შემდეგ Deutsche Bank-ში, იყო ბრიტანეთის პარლამენტის დეპუტატი, 2014 წელს კულტურის, მედიისა და სპორტის მინისტრად დანიშნეს, 2015 წლიდან ბიზნესისა და ინოვაციების მინისტრი იყო. პოლიტიკოსი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენას უჭერდა მხარს. ის დაოჯახებულია და ყავს ოთხი შვილი – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვში Telegram-ისა და თავისუფალი ინტერნეტის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა
შემდეგი სტატიაავღანეთში მომხდარ ტერაქტს ათამდე ჟურნალისტი შეეწირა