ბრიტანეთში პოლონელებისა და მუსლიმების მიმართ ქსენოფობიური დამოკიდებულება გაიზარდა

ბრიტანეთში პოლონელებისა და მუსლიმების მიმართ ქსენოფობიური დამოკიდებულება გაიზარდა

777ბრიტანეთში, ევროკავშირიდან გამოსვლის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ, მუსლიმებისა და პოლონელების მიმართ ქსენოფობიური დამოკიდებულება გაიზარდა. ამის შესახებ ცალკე ქვეყნის მუსლიმურმა საბჭომ და ცალკე პოლონეთის სრულუფლებიანმა ელჩმა ინგლისში განაცხადეს.

გამოცემა The Daily Mail -ის ინფორმაციით, პოლონელებისადმი აგრესია ფიზიკურ ძალადობაშიც გამოიხატა – ორი მათგანი უკვე ცემეს, გარდა ამისა, საელჩოს შენობაში უცნობმა პირებმა აგრესიული წარწერები გააკეთეს.

დღეს პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ბეატა შიდლომ ბრიტანეთის პრემიერ დევიდ კემერონტან სატელეფონო დიალოგი გამართა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. დიალოგის ფარგლებში მხარეებმა პოლონელების უსაფრთხოების ზომებზე ისაუბრეს.

banner
წინა სტატიაშიპარიზის პროკურატურამ EgyptAir-ის კატასტროფის გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატია(video) პრეზიდენტის განცხადებები ტელეკომპანია ”კავკასიის” ეთერში-სრული ვერსია