ბრიტანეთში ოფშორული სკანდალის გამო კემერონის გადაყენებას მოითხოვენ

ბრიტანეთში ოფშორული სკანდალის გამო კემერონის გადაყენებას მოითხოვენ

ბრიტანეთში ოფშორული სკანდალის გამო კემერონის გადაყენებას მოითხოვენბრიტანეთის პარლამენტის რამდენიმე დეპუტატმა, ე.წ. “პანამური დოკუმენტების” სკანდალთან დაკავშირებით, ქვეყნის პრემიერის, დევიდ კემერონის გადაყენება მოითხოვა – The Mirror წერს.

ლეიბორისტმა ჯონ მანმა პრემიერს “პირფერი” უწოდა. “კემერონს 6 წელი ჰქონდა იმისათვის, რომ პარლამენტისა და ხალხისათვის სიმართლე ეთქვა. მან ეს არ გააკეთა” – დაწერა მანმა “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე.
ლიბერალური დემოკრატების ლიდერმა ტიმ ფარონმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის მოქალაქეებს “უფლება აქვთ იცოდნენ მეტი, ვიდრე ნახევარი სიმართლე. პრემიერ-მინისტრი რამდენიმე დღის მანძილზე ოფშორებში მონაწილეობას უარყოფდა და თავი გამოიძვრინა” – განაცხადა დეპუტატმა.

დევიდ კემერონმა ოფშორების შესახებ პირველი კომენტარის გაკეტებისას განაცხადა, რომ მას არაფერი აკავშირებს “პანამურ დოკუმენტებში” აღნიშნულ მისი მამის კომპანიასთან და რომ ის მხოლოდდამხოლოდ პრემიერის ანაზღაურებით ცხოვრობს. 7 აპრილს კი გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მას მამის ოფშორულ კომპანია Blairmore Holdings-ში მთავრობაში მოსვლამდე აქციები ჰქონდა. მან ასევე აღნიშნა, რომ 2010 წელს თანამდებობაზე მოსვლამდე მან საკუთარი აქციები 30 ათას ფუნტ სტერლინგად გაყიდა.

შეგახსენებთ, რომ 3 აპრილს საერთაშორისო ჟურნალისტ-გამომძიებელთა კონსორციუმმა ე.წ. “პანამური დოკუმენტი” გამოაქვეყნა, სადაც ათობით ადამიანის და კომპანიის მიერ არადეკლარირებული ქონების შესახებ არის ინფორმაცია მოცემული.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია: “მთავარია დამნაშავეები იყვნენ დაკავებული”
შემდეგი სტატიარუსეთმა დაადასტურა, რომ აზერბაიჯანს და სომხეთს იარაღით ამარაგებს