ბრიტანეთში მთვრალმა ნარკოდილერმა პოლიციაში კოკაინის მოპარვის შესახებ იჩივლა

ბრიტანეთში 23 წლის მამაკაცს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ნარკოტიკების შენახვა-გავრცელებისათვის – Express.co.uk. წერს. დენიელ ბარკერმა თვითონ ჩაუშვა საკუთარი თავი, როცა მთვრალი გამოცხადდა პოლიციაში და განაცხადა, რომ მას კოკაინი მოპარეს.
დაკავებისას მან სამართალდამცველებს მოუთხრო, რომ მას კოკაინის გარკვეული რაოდენობა მაინც დარჩა, და რომ ნარკოტიკი სახლშიც აქვს. პოლიციელებმა ბრიტანელის ჩანთაში სამი პაკეტი კოკაინი აღმოაჩინეს, რომლის ღირებულება 88 ფუნტი სტერლინგია. მამაკაცი დააპატიმრეს.

banner
წინა სტატიაშიოლივერ სტოუნმა კლინტონს კორუფციაში დასდო ბრალი
შემდეგი სტატიასამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ბიუჯეტში საკუთარი სახლის რემონტის თანხებს დააბრუნებს