ბრიტანეთში კოვიდპანდემიაზე ყალბი ინფორმაციის გამავრცელებელი საიტების დახურვას ითხოვენ 

დიდი ბრიტანეთის მოქალაქე ქალბატონი კოვიდპანდემიაზე ყალბი ინფორმაციის გამავრცელებელი ინტერნეტგვერდების დახურვას მოითხოვს.
მისი თქმით, მისი ხნიერი მშობლები არსებულ ინტერნეტსაიტებზე განთავსებული გლობალური შეთქმულების თეორიების ზეგავლენის ქვეშ მოექცნენ. ის უკვე მშობლების მენტალურ ჯანმრთელობაზე ღელავს და საიტების დახურვას მოითხოვს.
ქალბატონის მტკიცებით, მშობლებმა „ტვიტერზე“ აღმოაჩინეს გვერდები, სადაც უამრავი ანტივაქსერია თავმოყრილი, ასევე, მისთვის ცნობილია უამრავი ინტერნეტგვერდი, რომლებიც კორონაპანდემიისა და ვაქცინაციაზე „ფეიკნიუსების“ გავრცელებით არიან დაკავებულები.
გავრცელებული „ფეიკნიუსები“, ძირითადად, მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: პირბადეების მავნებლობა, რადგან ის აზბესტს შეიცავს, კორონავირუსის ფიქცია და არარსებობა, კონსპირაციის საკითხები მსოფლიო მოსახლეობის შემცირებასთან დაკავშირებით და კორონავირუსი – როგორც პოპულაციის კონტროლის ერთ-ერთი მექანიზმი.

წყარო: https://www.bbc.com/news/uk-wales-58103604

banner
წინა სტატიაში„ლელოს” წევრმა ექიმებმა და სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლებმა მოითხოვეს, მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ
შემდეგი სტატიაქადაგიშვილი: დეპუტატების მიერ დაწყებული შიმშილობის მიზანი ბუნდოვანია