ბრიტანეთში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა იზრდება, მაგრამ მცირდება სიკვდილიანობა

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ზამთრის სტატისტიკას მიუახლოვდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი მარტის შემდეგ ყველაზე მაღალია. ამავე დროს, ეს ბევრად ნაკლებია, ვიდრე ზამთრის ეპიდემიის მაჩვენებელი, მიუხედავად, დაავადებულთა იგივე რაოდენობისა – “სკაი ნიუსი” ავრცელებს.

მაისში დაავადებულთა მინიმალური რაოდენობის შემდეგ – დაახლოებით 2 ათასი შემთხვევა დღე-ღამეში – უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში 46 558 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 96 პაციენტი გარდაიცვალა. მათი ასაკობრივი ჯგუფი არ არის მითითებული. გასულ პარასკევსა და შაბათს დღე-ღამეში დაავადებულთა რაოდენობამ 50 ათასს გადააჭარბა.
ზამთარში, პიკში გარდაცვლილთა რაოდენობა 24 საათში ათასს აჭარბებდა.

იმის მიუხედავად, რომ კოვიდ-19-ით დააავდებულთა რაოდენობა იზრდება და შესაძლებელია მალე მეოთხე ტალღაც დაიწყოს, ბორის ჯონსონი ვარაუდობს, რომ ახალი ლოკდაუნის თავიდან აიცილებენ.

ბრიტანეთის 66,6 მილიონიანი მოსახლეობიდან ორივე დოზა ვაქცინა 36,2 მილიონ პირს აქვს გაკეთებული.

banner
წინა სტატიაშიდღეიდან საქართველოში აგრილდება
შემდეგი სტატიასატელეფონო თვალთვალი – შესაძლებელია მაკრონის ტელეფონიც ისმინებოდა