ბრიტანეთში ინდური შტამის გამო ეპიდემიის ახალ ტალღაზე ალაპარაკდნენ

დიდი ბრიტანეთის უკანასკნელი დღეების სტატისტიკა აჩვენებს, რომ შესაძლებელია ინდური შტამის გამო კორონავირუსის ახალი ტალღა დაწყოს – კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორმა რავი გუნტამ განაცხადა, რომელის მთავრობის მრჩეველია პანდემიასთან ბრძოლის საკითხებში. მან აღნიშნა, რომ საერთო დაავადებულთა რაოდენობა მცირეა, ინდურმა შტამმა გარკვეულ ადგილებში ინფოცირებულთა რაოდენობა გაზარდა, ზუსტად ინდური ვარიანტი ფიქსირდება ყოველდღიური სტატისტიკის მინიმუმ სამ მეოთხედ შემთხვევში. პროფესორის თქმით, კარანტინის შეზღუდვების მოხსნაზე, სავარაუდოდ, უარი უნდა თქვან – “ბიბისი” წერს.
ინგლისში კარანტინის შეზღუდვების მოხსნის მომდევნო ეტაპი 21 ივნისს არის დაგეგმილი. ამ დღიდან სოციალურ კონტაქტებზე შეზღუდვების მოხსნა სურთ. ამ ეტაპზე გადასვლის შესახებ გადაწყვეტილებას 14 ივნისს მიიღებენ.
ახლა ითვლება, რომ კორონავირუს კოვიდ-19-ის ინდური ვარიანტი B.1.617.2 უფრო მეტად გადამდებია, ვიდრე ინგლისური.

ბრიტანეთში პირველი დოზა ვაქცინა 39 მილიონ ადამიანს აქვს გაკეთებული. ვაქცინაცია დაასრულა 26 მილიონმა. ქვეყნის მოსახლეობა 66,6 მილიონია.

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი: გიორგი გახარიამ ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით აზრი რამდენიმე საათში შეიცვალა რატომ?
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია პოლიციაზე: „მათთან ერთად ქვეყნის მსახურებაში მათთან ერთად გატარებული ყველა დღე ჩემთვის იყო უაღრესად მნიშვნელოვანი და პატივსაცემი”