15.8 C
Tbilisi
შაბათი, ოქტომბერი 17, 2026
banner

ბრიტანეთში ელექტროტექნიკის 8 მაღაზიის გაქურდვისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

დიდ ბრიტანეთში, სუონსის სამეფო სასამართლომ ლონდონში მცხოვრებ 27 წლის საქართველოს მოქალაქეს 20 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალად ედება ელექტროტექნიკის ცნობილი მაღაზიათა ქსელ Currys-იდან 19 000 ფუნტ სტერლინგზე მეტი ღირებულების ნივთების ქურდობა.

10 დღის განმავლობაში 8 ქურდობა ჩაიდინა უელსის, დევონისა და კორნუოლის რეგიონებში მდებარე Currys-ის ფილიალებში (მათ შორის ტორკიში, პენზანსში, ტრუროში, პლიმუთში, ბარნსტეპლში, კარმარტენსა და ჰავერფორდუესტში). ბრალდებული ორ თანამზრახველთან ერთად მოქმედებდა. მოპარული ელექტროტექნიკის საერთო ღირებულებამ 19,000 ფუნტ სტერლინგს გადააჭარბა.

banner
წინა სტატიაშიTI: “ქართული ოცნებისთვის“ 60 ათასის ჩარიცხვის დღესვე, ბიზნესმენმა 712 ათასიანი კონტრაქტი გაიფორმა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი: პროცესი სრულად პოლიტიზებულია, ირაკლი ყველაფერს ღირსეულად გასცემს პასუხს