ბრიტანეთში ძველისძველი კუნძულისთვის ზედამხედველის ვაკანსიაა გამოცხადებული

სამხრეთ-დასავლეთ ინგლისში, კორნუოლის სანაპიროზე, სენტ-მაიკლზ-მაუნტის ისტორიულ კუნძულზე, სასახლისთვის ზედამხედველის ვაკანსიაა გამოცხადებული – “ბიბისი” წერს.

ვაკანსიის თანახმად, თანამშრომელმა კვირაში 5 ღამე მაინც კუნძულზე უნდა გაატაროს და “პრაქტიკულად ყველა ვალდებულება აიღოს საკუთარ თავზე”. მოვალეობაში შედის დაცვა და ყოველ დღე სასახლის იმ ნაწილის მოწესრიგება, რომელსაც დამთვალიერებლები სტუმრობენ.
განცახდებაში მათ, ვინც ზღვის დაავადებისგან იტანჯება, ურჩევენ, რომ განაცხადი არ შეიტანოს, რადგანაც ხმელეთზე გადასვლის ერთადერთი გზა მოქცევისს მხოლოდ ნავია. მიქცევისას მატერიკამდე ორი, ქვით აგებული გზა მიდის.

“აქ ცხოვრების ყველაზე დიდი სიამოვნება ის არის, რომ ყველა ფანჯრიდან ზღვას ხედავ. ყველაზე ცუდი კი ის, რომ პიცას თქვენს კარებთან ვერ მიიტანენ” – სასახლის ხელმძღავნელმა დუნკან მერდოკმა თქვა.

სასახლის აშენება 1135 წელს დაიწყეს. უძველესი ნივთები კი დათარიღებულია მე-12 საუკუნით.

banner
წინა სტატიაშისამოგზაურო სერთიფიკატები ზაფხულისთვის იქნება მზად – ევროკომისია
შემდეგი სტატიალონდონმა დაადასტურა, რომ კარაჯიჩს ბრიტანეთის ციხეში გადაიყვანენ