ბრიტანეთში დელტა-ვარიანტის გამო კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა იზრდება

ბრიტანეთში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა დღე-ღამეში 10 ათასამდე გაიზარდა პირველად უკანასკნელი ოთხი თვის განმავლობაში. მთავრობის მიერ გავრცელებული ოფიციალური სტატისტიკით, 24 საათში 11 007 შემთხვევა დაფიქსირდა და ეს 19 თებერვლიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მთავრობის მთავარმა სამედიცინო მრჩეველმა პროფესორმა კრის ვიტმა თქვა, რომ ახლანდელი აფეთქების მასშტაბი ჯერ კიდევ არ არის განსაზღვრული, მაგრამ “ის აუცილებლად გაგრძელდება საავადმყოფოებში ავადმყოფების გადაყვანით, სამწუხაროდ, ახალი გარდაცვალებებითაც”.

კოვიდ-19-ით დაავადებულთა 95% ე.წ. დელტა, ანუ ინდურ ვარიანტზე მოდის. დაავადებულთა ასაკობრივი მაჩვენებელი ახალგაზრდათა ჯგუფებია, რომელთაც ჯერაც არ მიუღიათ კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინა.

ინგლისის ჯანდაცვის მინისტრმა მეთ ჰენკონკა დაადასტურა, რომ პარასკევიდან 18 წლის ასაკიდან ყველა პირს ვაქცინამდე წვდომა ექნება.
დელტა-ვირუსის გავრცელებამ მთავრობის გეგმები შეცვალა, პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა შეზღუდვების მოხსნა ერთი თვით გადადო.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიკახა მიქაია: „ნაცები და ქოცები გახარიას წინააღმდეგ გაერთიანდნენ“
შემდეგი სტატიასერგეენკო: ვერც განგიმარტავთ რა არის ეს პრაიდი, რაღაც ფლეშმობია