ბრიტანეთში ჩერჩილის გამოსახულებით 5 ფუნტიანი პლასტიკური კუპიურა გამოვიდა

14341455_1787001311584868_1164679582_n

ინგლისსა და უელსში ახალი პლასტიკური ხუთფუნტიანი კუპიურა შევიდა ბრუნვაში. კუპიურის ერთ მხარეზე გამოსახულია დედოფალი ელისაბედი, მეორეზე ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი.
ჩერჩილის პორტრეტთან ბრიტანეთის პარალმენტში მისი გამოსვლის ციტატაა მოყვანილი, რომელიც 1940 წლის 7 მაისს იყო: “ვერაფერს შევთავაზებ ბრიტანელებს სისხლის, მძიმე მუშაობისა და ოფლის გარდა” – აწერია კუპიურას.
ინგლისის ბანკის მმართველის მარკ კარნის თქმით, ახალი კუპიურა მეტად სუფთა და უსაფრთხო იქნება.
მისი განცხადებით, კუპიურის გაყალბება რთული იქნება.

banner
წინა სტატიაშიგორში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: ოთხი წლის თავზე ჩვენ გვექნება ფიზიკურად, თვისობრივად, ხარისხობრივად სხვა საქართველო