ბრიტანეთში ასობით ათასმა მოქალაქემ “ბრექსიტის” შესახებ ახალი რეფერენდუმი მოითხოვა

ლონდონში ასობით ათასი მოქალაქე გამოვიდა “ბრექსიტის” შესახებ ახალი რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით. “ჩვენი მოთხოვნა მარტივია: “ბრექსიტთან” დაკავშირებით ბოლო სიტყვა ხალხმა უნდა თქვას” – ორგანიზატორები ამბობენ. შაბათისთვის პეტიციამ, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა, 4 მილიონი ხელმოწერა დააგროვა. აქციის მონაწილეები გაიდ-პარკიდან პარლამენტის მოედნამდე მიდიან. მარშის ორგანიზატორები ახალგაზრდები და სტუდენტები არიან. “ჩვენ უნდა დავიტანჯოთ “ბრექსიტის” ცუდი პრობების გამო, ჩვენ აზრი უნდა გამოვთქვათ საკუთარი მომავლის შესახებ” – ახალგაზრდებმა “ბიბისისთან” თქვეს.

“ბრექსიტი”, რომელიც 29 მარტს უნდა დაწყებულიყო, გადადებულია. მომავალ კვირას გადაწყდება როდემდე გადაიწია ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის დრომ.

banner
წინა სტატიაშიმერიკო გუბელაძე: მიმტანს ვთხოვე გაკიდებოდა და იდი ნა@@თქო მიეძახა…
შემდეგი სტატიაეკა ბესელიამ კობახიძე-მდინარაძე-ზარდიაშვილის დაჯგუფების წინააღმდეგ კარტების გახსნა დაიწყო