,,ბრიტანეთს რუსეთის აგრესიისაგან თავდაცვა არ შეუძლია,,

,,ბრიტანეთს რუსეთის აგრესიისაგან თავდაცვა არ შეუძლია,,

ბრტ,,თუ რუსეთი განახორციელებს საჰაერო ან სახმელეთო თავდასხმას დიდ ბრიტანეთზე, ის დაანგრევს ბრიტანეთს,, აცხადებს ბრიტანეტის სარდლობის ყოფილ მეთაურზე, გენერალ რიჩარდ ბარონსის ანგარიშზე დაყრდნობით Financial Times-ი.
,,ბრიტანეთის შეიარაღებული ძალები ვერ შეძლებენ დაიცვან ქვეყანა სერიოზული საომარი თავდასხმის დროს, რადგან კონვენციური ომების წარმოების ცოდნა არ გააჩნიათ… არმიას არც სახმელეთო ბრძოლების დროს პროფესიონალ მოწინააღმდეგესთან დაპირისპირების ცოდნა აქვს, ხოლო რუსეთი საცეცხლე იარაღის სიძლიერითაც ბევრად აღემატება ბრიტანეთს… რაც შეეხედა საჰაერო შეტევას ბრიტანეთზე, ასეთის შემთხვევაში ბრიტანეთი უცებ განადგურდება, რადგან ბრიტანეთის საჰაერო თავდაცვა, ესკადრონის 45 ტიპის ნაღმმზიდები, სახმელეთო საზენიტო და სარაკეტო კომპლექსები, რეაქტიული გამანადგურებლები ბრიტანეთის მთელი ტერიტორიიდან მხოლოდ მცირედი ნაწილის დასაცავად არის საკმარისი და ორგანიზებული რუსული საჰაერო შეტევისაგან ქვეყანას ვერ დაიცავენ,, აცხადებს რიჩარდ ბარონსი.
ბრიტანელი გენერლის აზრით, მისი ქვეყნის არმიას არ გააჩნია სერიოზულ მოწინააღმდეგესთან ბრძოლის ცოდნა… ,,ჩვენს არმიას აქვს მხოლოდ გამაგრებული ბაზის პირობებში და საკუთარი ოპერატიულ ზონაში , ისეთ მოწინააღმდეგესტან ბრძოლის ცოდნბა, რომელსაც არ გააჩნია არტილერია, სარაკეტო კომპლექსები, ბალესტიკური რაკეტები და თანამედროვე ავიაცია,, აღნიშნავს გენერალი.
რიჩარდ ბარონსის განცხადებით, ბრიტანეთის არმიას სასწრაფოდ სჭირდება ბევრი მნიშვნელოვანი ამოცანის გადაწყვეტა, თუმცა ქვეყნის მთავრობის საბიუჯეტო პოლიტიკა ამ მიმართულებით არაეფექტურად მიაჩნია.

banner
წინა სტატიაში(video) პრეზიდენტი სატელეფონო ჩანაწერებზე პირველ კომენტარს აკეთებს
შემდეგი სტატიაპუტინი: რუსეთისაგან ბოროტების იმპერიის სახეს ქმნიან