ბრიტანეთმა უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან თითქმის $1 მილიარდის პირველი ტრანში გადაურიცხა

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან თითქმის 1 მილიარდი დოლარის ღირებულების პირველი ტრანში გადაურიცხა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრემიერმინისტრი დენის შმიგალი ავრცელებს.

შმიგალის განცხადებით, მიღებული თანხა უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას მოხმარდება.

“თანხები მოხმარდება უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას. ჩვენ ველით, რომ რუსეთის ფედერაციას ყველა სუვერენული აქტივი ჩამოერთმევა და გადაიცემა ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ მომავალში,” – განაცხადა შმიგალმა.

banner
წინა სტატიაშიმიხაილ პოდოლიაკი – ზელენსკი მართალი იყო, როდესაც პარტნიორებამდე მთავრი აზრის მიტანას ცდილობდა, რუსეთის იძულების გარეშე სამშვიდობო მოლაპარაკებები შეუძლებელია, უკრაინა ბოდიშს არ მოიხდის
შემდეგი სტატიავოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინა მზადაა მშვიდობისკენ მიმავალი გზისთვის, სწორედ უკრაინა ისწრაფვის მშვიდობისკენ ომის პირველივე წამიდან, ამოცანაა, ვაიძულოთ რუსეთი, შეწყვიტოს ომი