ბრიტანეთმა სკრიპალის საქმე დოსტოევსკის რომანს შეადარა

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა სოლსბერიში ყოფილი ორმაგი აგენტის სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმე დოსტოევსკის “დანაშაული და სასჯელის” ფაბულას შეადარა. “ეს “დანაშაული და სასჯელის” დასაწყისს უფრო გავს იმ გაგებით, რომ ჩვენ ყველანი დარწმუნებული ვართ დამნაშავეში, საკითხავი მხოლოდ ის არის, აღიარებს თუ არა ის, თუ მას დააკავებენ”

ბრიტანეთის ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენების გამო ევროკავშირის 28 ქვეყნიდან 16-მა უკვე დაითხოვა რუსი დიპმისიის წარმომადგენლები. თორმეტმა ქვეყანამ თავი შეიკავა.

“გაერთიანებული სამეფოსა და სხვა მოკავშირეებთან ერთად ავსტრალია ბრიტანეთის სოლსბერიში მომხდარი თავდასხმის გამო ზომებს უერთდება” – ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა მალკოლმ ტიურნბულმა 27 მარტს განაცხადა.

ორშაბათს გავრცელდა, რომ აშშ ქვეყნიდან 60 რუს ჯაშუშს გააძევებს ბრიტანეთის სოლიდარობის მიზნით. გადაწყვეტილება პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიიღო ნატოს პარტნიორებთან შეთანხმებით. ტრამპის გადაწყვეტილებით, სიეტლში რუსეთის საკონსულო დაიხურა – იმის გამო, რომ საკონსულო ამერიკის წყალქვეშა გემების ერთ-ერთ ბაზასთან ახლოს მდებარეობს, იქვეა კომპანია “ბოინგი”.

უშიშროების ვიცე-პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი ლონდონთან ახლოს, სოლსბერიში ქიმიური ნივთიერებით მოწამლული იპოვეს 4 მარტს. დღემდე ორივეს მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ორივე კომაში იმყოფება.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა პირადი ექიმის კანდიდატურა დაასახელა მინისტრად
შემდეგი სტატია,,ვერ ვაპატიე პუტინს, სამაგიეროდ შვილიშვილების პატივისცემა დავიმსახურე,,