ბრიტანეთმა, შესაძლოა, ინდოეთის დასახმარებლად სამხედრო თვითმფრინავები გამოყოს

ბრიტანეთი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ინდოეთს დაეხმაროს, სადაც უკვე რამდენიმე დღეა კოვიდ-19-ით დაავადებულთა რაოდენობა დღიურად 300 ათასს აჭარბებს.

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ ვალასმა თქვა, რომ ბრიტანეთი მაქსიმალურად დაეხმარება ინდოეთს, რომელიც კოვიდ-19-ის “აუტანელი” წნეხის ქვეშ იმყოფება, რომ ხალხს “ტანჯვა შეუმსუბუქონ”. ამ მიზნით გაერთიანებული სამეფო გააგზავნის ჟანგბადის ბალონებსა და ხელოვნური სუნთქვის აპარატებს, რომლის უკიდურესი დეფიციტია ახლა ინდოეთში. გუშინ გამოქვეყნებული ინფორმაციით, კოვიდ-19-ის ინდური შტამისგან ქვეყანაში ყოველ ხუთ წუთში ერთი ადამიანი კვდება.

მინისტრის თქმით, ინდოეთში დახმარების გასაგზავნად საჭირო თუ იქნა, ჩართული იქნება სამხედრო თვითმფრინავებიც – “გარდიანი” წერს. დღესვე “ალ ჯაზირას” მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ინდოეთში უკანასკნელ 24 საათში დაავადებულთა რაოდენობა 351 991-ია. გარდაცვლილია 2 812 ადამიანი.

banner
წინა სტატიაშიუდუმაშვილი თალაკვაძეზე – ივანიშვილისთვის მიუღებელი გახდა და სასწრაფოდ ჩაანაცვლეს
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე ინდურ შტამთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს