ბრიტანეთმა შარმ ელ შეიხთან ავიარეისები გადადო

დიდმა ბრიტანეთმა ეგვიპტის კურორტ შარმ ელ შეიხთან ავიარეისები უსაფრთხოების დაცვის მიზნით გადადო.

ბრიტანეთის ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ რუსული ავიალაინერის კატასტროფა ბორტზე არსებულმა ბომბმა გამოიწვია. ამის გამო ლონდონი უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს იღებს, ფრენები ეგვიპტის კურორტიდან მხოლოდ სათანადო შემოწმების შემდეგ განახლდება.

ბრიტანეთისგან განსხვავებით, ეგვიპტური გამოძიება მომხდართან ტერორისტული დაჯგუფების კავშირს უარყოფს. ამჟამად შავი ყუთების გაშიფვრის პროცესი მიმდინარეობს.

ეარბას 321-ის კატასტროფას, რომელიც შარმ ელ შეიხიდან პეტერბურგისკენ მიფრინავდა, 224 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

banner
წინა სტატიაშირუმინელები კორუმპირებული მაღალჩინოსნების დათხოვნას ითხოვენ
შემდეგი სტატია„კონფლიქტი საქართველოში“ – ევროსაბჭოში ამ სახელწოდებით მომზადებული ანგარიში განიხილეს