ბრიტანეთმა რუსული არმიის სარდლობას სანქციები დაუწესა

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა.

ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

“კერძოდ, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში შეტევების განახლებისა და მარიუპოლში კრიტიკული და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განზრახ დაბომბვის შესახებ დაზვერვის ანგარიშების შემდეგ, დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა და განვითარების სახელმწიფო მდივანმა ელიზაბეტ ტრასმა დღეს გამოაცხადა სანქციების ახალი ტალღა.

ამრიგად, უკრაინაში განგრძობითი აგრესიის საპასუხოდ, ბრიტანეთის მთავრობა ახორციელებს ახალ შემაკავებელ ზომებს რუსული არმიის ლიდერების წინააღმდეგ, რომლებიც ფრონტის ხაზზე აძლევენ ბრძანებებს საშინელი ქმედებების ჩადენის შესახებ” ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

სანქციები დაწესებულია:

64-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის მეთაურის აზატბეკ ომურბეკოვის მიმართ, რომელიც მონაწილეობდა ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში; რუსეთის საჰაერო სადესანტო ძალების მეთაურის, გენერალ-პოლკოვნიკ ანდრეი სერდიუკოვის მიმართ; რუსეთის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსის პირველი მოადგილე ნიკოლაი ბოგდანოვსკის მიმართ.

გარდა ამისა, სანქციები ეხება მათაც, ვინც არ არიან რუსი სამხედროები, მაგრამ აქტიურად უჭერდნენ მხარს უკრაინაში რუსული ჯარების უკანონო შეჭრას – მათ შორის არიან ყოფილი დეპუტატი ილია კივა, რუსეთის რკინიგზის გამგეობის თავმჯდომარე ოლეგ ბელოზეროვი და სხვები.

სანქციები ასევე დაწესდა კალაშნიკოვის კონცერნზე, არზამასის მანქანათმშენებლობის ქარხანაზე, სამხედრო-სამრეწველო კომპანიის ჰოლდინგზე და სახელმწიფო სატრანსპორტო სალიზინგო კომპანიაზე.

banner
წინა სტატიაშირუსები კრემლისთვის საბრძოლველად უკრაინელების „იძულებით მობილიზებას“ გეგმავენ
შემდეგი სტატიაუკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ საქართველო EU-ს დაშორდა – NDI