ბრიტანეთის მთავრობამ რუსი ელჩი, ანდრეი კელინი, დაიბარა, რათა აცნობოს, რომ რუს დიპლომატს აკრედიტაცია უუქმდება.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, ეს გადაწყვეტილება არის საპასუხო ნაბიჯი რუსეთის მიერ გასულ თვეში ბრიტანელი დიპლომატის გაუმართლებელი გაძევებისა და საელჩოს თანამშრომლების მიმართ უსაფუძვლო ბრალდებების გამო.
„ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ გასულ თვეში ბრიტანელი დიპლომატის გაძევების დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებას და ჩვენი თანამშრომლების წინააღმდეგ წაყენებულ უსაფუძვლო ბრალდებებს. გაერთიანებული სამეფო არ შეეგუება ბრიტანეთის საელჩოს თანამშრომლების დაშინებას, ამიტომ დღეს ჩვენ ვიღებთ საპასუხო ზომებს და რუს დიპლომატს აკრედიტაციას ვუუქმებთ. რუსეთის მხრიდან გადადგმული ნებისმიერი შემდგომი ნაბიჯი განიხილება როგორც ესკალაცია და მასზე შესაბამისი რეაგირება მოხდება“,– თქვა ბრიტანეთის საგარეო უწყების სპიკერმა.
















