ბრიტანეთმა კოლექტიურ იმუნიტეტს თითქმის მიაღწია

ბრიტანეთი რამდენიმე დღეში კორონავირუსის კოლექტიურ იმუნიტეტს მიაღწევს, მაგრამ – არსებული უსაფრთხოების ზომების დაცვის შემთხვევაში – “სკაი ნიუსი” ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის მეცნიერებზე დაყრდნობით ავრცელებს. ძალიან მალე, 12 აპრილისთვის, ვაქცინაციის, ვირუსის გადატანის ან დაბადებითი იმუნიტეტის წყალობით კორონავირუსისგან დაცულთა რაოდენობა 73,4%-ს მიაღწევს. თვლიან, რომ ეს მაჩვენებელი საკმარისია იმისთვის, რომ დაავადებამ უკან დაიხიოს.
“ეს ასეთი ჯაჭვია – თუკი ვირუსს წაართმევ იმის შესაძლებლობას, რომ ის არ გავრცელდეს, ის უბრალოდ “კვდება” – პროფესორმა კარლ ფრაისტონმა თქვა. ამავე დროს, მოდუნება და კარანტინიდან გამოსვლის დაჩქარება ამ ეტაპისთვის ძალიან ადრეა. პროფესორმა განმარტა, რომ კოლექტიური იმუნიტეტის ზღვარი დამოკიდებულია ვირუსის გავრცელების რისკზე, რისკი კი – უსაფრთხოების ზომებსა და დისტანციის დაცვაზე.

უკანასკნელი მონაცემებით, ბრიტანეთში ორივე დოზა ვაქცინა 32 მილიონმა ადამიანმა მიიღო, რაც ზრდასრული მოსახლეობის ნახევარს უდრის.

banner
წინა სტატიაშიგერმანიის ზოოპარკიდან ოცამდე მაიმუნი გაიპარა და ქალაქში დასეირნობდნენ
შემდეგი სტატიასაქართველოში ჩინური ვაქცინა „სინოფარმის“ გამოყენება დაახლოებით 20 აპრილიდან დაიწყება