ბრიტანეთმა ისევ განაახლა რუსეთის მისამართით ბრალდებები

ლონდონმა ისევ განაახლა რუსეთის მისამართით ბრალდებები, რომელიც ბრიტანეთში ორმაგი აგენტის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის ქიმიური იარაღით მოწამვლის საქმეს ეხება.

“ჩვენ გვჯერა, რომ მხოლოდ რუსეთს აქვს ტექნიკური შესაძლებლობები, მოხმარების გამოცდილება და სკრიპალზე თავდასხმის მოტივი” – ქიმიური იარაღის წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზაციაში ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა პიტერ ვილსონმა განაცხადა ჰააგაში 18 აპრილს. მისი თქმით, რუსეთს სახელმწიფოს დაკვეთით ადამიანების მკვლელობის დოკუმენტურად დადასტურებული გამოცდილება აქვს. ბრიტანელმა დიპლომატმა მოსკოვს ბრალი “თავხედურ კომპანიასა და დეზინფორმაციის გავრცელებაში” დასდო.

banner
წინა სტატიაშითეთრ სახლსა და გაეროში აშშ-ს წარმომადგენელს შორის ურთიერთობა იძაბება
შემდეგი სტატიაკუბას ხელმძღვანელის პოსტზე მიგელ დიას-კანელი დაასახელეს