ბრიტანეთმა “ბრექსიტისთვის” 50 მილიარდი ფუნტის გადახდაზე უარი თქვა

დიდი ბრიტანეთი ბრიუსელის მოთხოვნას, “ბრექსიტის” შემთხვევაში სამეფომ 50 მილიარდი ფუნტი გადაიხადოს, არ აღიარებს – ამის შესახებ დღეს The Telegraph-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტის წევრები კატეგორიულად წინააღმდეგი გამოვიდნენ მსგავსი რაოდენობის თანხის გადახდაზე. როგორც კანცლერმა ფილიპ ჰემონდმა განაცხადა, ბრიუსელმა შესაძლო გადასახადს საგრძნობლად გადაამეტა.
ადრე გავრცელებული ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთს ევროკავშირიდან გასვლა დაახლოებით 50-დან 60-მდე მილიარდი ევრო დაუჯდება.
ბრექსიტი, სავარაუდოდ, მარტის ბოლოდან დაიწყება.

banner
წინა სტატიაშიApple-მა წითელი iPhone გამოუშვა
შემდეგი სტატიაპრემიერი NB8-ის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებსა და ვიცე-სპიკერებს შეხვდა