ბრიტანეთმა არ შეუშვა და ქვეყნიდან გააძევა ევროკავშირის მოქალაქეები, რომელთაც წესით შესვლის უფლება ჰქონდათ

ევროკავშირის მოქალაქეები, რომლებიც ბრიტანეთში აპირებდნენ შესვლას, სპეციალურ ცენტრებსა და ოთახებში აღმოჩნდნენ, სადაც უდოკუმენტო მიგრანტებს აჩერებენ. “ბრექსიტის” შემდეგ ევროგაერთიანების წევრი ქვეყნების მოქალაქეებს გაერთიანებულ სამეფოში თავისუფლად შეუძლიათ შესვლა – “გარდიანი” წერს. ევროპელების უმეტესობა დამსაქმებელთან გასაუბრებაზე მიდიოდა, ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წესები მათ ამის უფლებას არ უზღუდავს.

დაკავების ოთახებსა და ცენტრებში ევროპის მოქალაქეები 24-48 საათი იმყოფებიან, შემდეგ კი მათ ქვეყნიდან აძევებენ.
რვა ევროდეპუტატმა წერილით უკვე მიმართა ევროკომისიას, ისინი აღნიშნავენ, რომ ბრიატნეთის შსს “ბრექსიტის” “სულისკვეთების საწინააღმდეგოდ მოქმედებს”.
თავის მხრივ, ბრიტანეთის შსს-მ (Home Office) განაცხადა, რომ წესები “ნათელია და ონლაინ ხელმისაწვდომია”, თუმცა, როგორც “”გარდიანი” წერს, არც ერთი წესთაგანი არ უკრძალავს ევროპის მოქალაქეებს ქვეყანაში გასაუბრებზე, შეხვედრებზე, კონფერენციებზე, სემინარებზე, საქმიან მოლაპარაკებებზე სამუშაო ვიზის გარეშე შესვლას.

banner
წინა სტატიაშისაპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატიააშშ-ს გაზსადენზე მომხდარი ჰაკერული თავდასხმის უკან არ დგას რუსეთის მთავრობა, მაგრამ ჰაკერები რუსეთში ცხოვრობენ