ბრიტანეთმა ახალი ზელანდიის ტერაქტის შემდეგ მეჩეთების დაცვა გააძლიერა

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ დღეს ახალ ზელანდიაში მომხდარი ტერაქტის შემდეგ მეჩეთების დაცვა გააძლიერა – ტერაქტის შედეგად 49 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაიჭრა.
მეჩეთებთან პოლიციის პატრული, ტერორიზმთან ბრძოლის ექსპერტები და უსაფრთხოების სამსახურები მორიგეობენ.
ბრიტანეთის უსაფრთხოების მინისტრმა ბენ უოლესმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მომხდარს “ამაზრზენი” უწოდა.

ქალაქ კრაისთჩერჩში, რომელიც ახალი ზელანდიის აღმოსავლეთით მდებარეობს, უცნობმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. შეიარაღებული პირები მეჩეთში, სადაც დაახლოებით 500-მდე მლოცველი იყო, შევიდნენ და გასასვლელი გადაკეტეს. მოგვიანებით პოლიციამ მეჩეთის გვერდით დაყენებულ მანქანებში ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩინა. თავდასხმა, ახალი ზელანდიის ისტორიაში, ყველაზე სისხლიანია – “ბიბისი” წერდა.

მეჩეთში ბევრი მიგრანტი იმყოფებოდა, ასევე, კრიკეტში ბანგლადეშის ნაკრები შედიოდა მეჩეთში ზუსტად იმ მომენტში, როცა იქ სროლა ატყდა. ყველა მათგანი გადარჩა, თუმცა, ფსიქოლოგიური შოკი მიიღეს, რომლის გამოც მათთან მატჩი გადაიდო.

ჯერჯერობით, უცნობია, რამდენი პირი იღებდა თავდასხმაში მონაწილეობას. დაკავებულია სამი ადამიანი.

თავდასხმიდან ძალიან მალე ქსელში გავრცელდა ვიდეო. “გულმოდგინედ გთხოვთ, არ გაავრცელოთ ეს ვიდეო. ვმუშაობთ იმაზე, რომ ის აიღონ” – ახალი ზელანდიის პოლიციამ “ტვიტერში” დაწერა.

მიმდინარე მომენტში, უსაფრთხოების მიზნით, ქვეყანაში ყველა მეჩეთი დაკეტილია.

banner
წინა სტატიაშიდეპუტატ არჩილ თალაკვაძის ბინის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაჩეხებმა მიგრანტების კოტრაბანდისთვის 12 პირი დააკავეს