ბრიტანეთის თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი – ბრიტანეთში გათეთრებული რუსული „ბინძური ფული“ კვლავ აფინანსებს რუსეთის ომს

ბრიტანეთში გათეთრებული რუსული „ბინძური ფული“ კვლავ აფინანსებს რუსეთის ომს, – ამის შესახებ ბრიტანეთის თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ისაუბრეს.

დეპუტატების თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომის მიუხედავად, რუსეთიდან ბრიტანეთში ფულის ნაკადები ჯერ კიდევ შედის. თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა განაცხადა, რომ მთავრობის თვითკმაყოფილება და მინისტრების მხრიდან ქმედითი ნაბიჯების წარუმატებლობა იმას ნიშნავდა, რომ ლონდონში „გარეცხილი“ რუსული აქტივები გამოიყენებოდა ვლადიმერ პუტინის ომის დასაფინანსებლად.

ბრიტანული მედიის ცნობით, უაღრესად კრიტიკულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის (FDCO) ხელმძღვანელობის მიერ „არაადეკვატური მომზადება და შორსმჭვრეტელობა“ ნიშნავს, რომ მთავრობა ნელა ახორციელებდა სანქციებს. ანგარიშის თანახმად, სამარცხვინო იყო, რომ მინისტრებს ომი დასჭირდათ ეკონომიკური დანაშაულის შესახებ კანონის 2022 წლის შემოღებისთვის.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი – სასაცილოა საუბარი, თითქოს სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე ან მიხეილ ყაველაშვილი შეიძლება, იყვნენ ანტიევროპულები, თუმცა ჩვენი ოპონენტებისგან ეს გასაკვირი არ არის
შემდეგი სტატია“შეგიძლია იყო გონიერი ადამიანი და იფიქრო შენი ფრჩხილების სილამაზეზე” – პუტინი G7-ის ლიდერებს