ბრიტანეთის თავდაცვის უწყება – მარიუპოლი ქოლერის აფეთქების საფრთხის წინაშე დგას

რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობისთვის ძირითადი საჯარო სერვისების მიწოდებას ცდილობს, უსაფრთხო სასმელ წყალზე წვდომა არასტაბილურია, სატელეფონო და ინტერნეტ სერვისებზე შეფერხებები გრძელდება, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ყოველდღიური ანგარიშშია აღნიშნული.

„ხერსონში, სავარაუდოდ, მედიკამენტების კრიტიკული დეფიციტია, მარიუპოლი კი ქოლერის დიდი აფეთქების საფრთხის წინაშეა. ქოლერის ცალკეული შემთხვევები მაისიდან ფიქსირდება. სამედიცინო სერვისები მარიუპოლში, სავარაუდოდ, უკვე კოლაფსს უახლოვდება: ქოლერის დიდი აფეთქება მარიუპოლში კიდევ უფრო გაამძაფრებს ამას,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ცნობით, სევეროდონეცკის გარშემო ბრძოლა გრძელდება.

„რუსეთი კვლავ აკონტროლებს ქალაქის უმეტეს ნაწილს, მაგრამ მისმა ძალებმა მცირე პროგრესს მიაღწიეს ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან ფართო ტერიტორიის ალყაში მოქცევის მცდელობებში“, – ნათქვამია მოხსენებაში.

banner
წინა სტატიაშიEU-ს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ძირითადად 3 მოწინააღმდეგე ჰყავს – უკრაინის ვიცე-პრემიერი
შემდეგი სტატიაღუდუშაური – გამოჩნდა მელია? მოკითხვა გადაეცით, როგორც ჩანს, გამოაჩინეს – მისი სიტყვა არ გაიშვას არსად, ერთი ცრუპენტელა ფორმალური თავმჯდომარეა