ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო დოკუმენტები ავტობუსების გაჩერებაზე იპოვეს

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო დოკუმენტები, რომელიც შეიცავდა ბრიტანეთის გამანადგურებელი ხომალის “დეფენდერის” შესახებ დეტალურ ინფორმაციას, კენტის საგრაფოში, ავტობუსების გაჩერებაზე იპოვეს.

დოკუმენტების ერთ-ერთ პაკეტში საუბარია რუსეთის სავარაუდო რეაქციაზე ყირიმის სანაპიროზე, სევასტოპოლის რაიონში გამანადგურებელის გავლის შემთხვევაში. რუსეთი ამ ადგილს საკუთარ ტერიტორიულ წყლად თვლის, რასაც მსოლფიოში ბევრი სახელმწიფო არ აღიარებს, კერძოდ, ბრიტანეთი თვლის, რომ 2014 წელს რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა.

დოკუმენტების მეორე ნაწილი ბრიტანეთის ავღანეთში ნატოს მისიის დასრულების შემდეგ შესაძლო სამხედრო დანაშაულებებთან დაკავშირებით გეგმაა.

ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების ინფორმაციით, ერთ-ერთმა თანამშრომელმა კონფიდენციალური დოკუმენტების დაკარგვის შესახებ განცხადება რამდენიმე ხნის წინ გააკეთა. თავდაცვის უწყებას სხვა კომენტარი არ გაუკეთებია.
ნაპოვნი დოკუმენტები 50 გვერს მოიცავს. მისი მპოვნელი “ბიბისის” დაუკავშირდა, როცა ქაღალდების შინაარსის დელიკატურობას მიხვდა.

შეგახსენებთ, რომ გასულ ოთხშაბათს 20 რუსული თვითმფრინავი და ორი სანაპირო დაცვის გემი ყირიმის გასწვრივ 19 კილომენტზე მიაცილებდა “დეფენდერს”. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, “დეფენდერს” გამაფრთხილებელი ცეცხლიც გაუხსნეს, რასაც ბრიტანული მხარე არ ადასტურებს.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე – საკონსტიტუციო ცვლილებებზე, მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ პარტიებთან შეთანხმება მიღწეულია
შემდეგი სტატიაირაკლი ოქრუაშვილი – რა ტყუილად ვმჯდარვარ ციხეში