ბრიტანეთის სპეცსამსახურების ცნობით, 18 ივნისის შემდეგ რუსეთმა გაზარდა დარტყმების რაოდენობა ოდესისა და სამხრეთ უკრაინის სხვა რაიონების წინააღმდეგ

ბრიტანეთის სპეცსამსახურების ცნობით, 18 ივნისის შემდეგ რუსეთმა გაზარდა დარტყმების რაოდენობა ოდესისა და სამხრეთ უკრაინის სხვა რაიონების წინააღმდეგ, რა დროსაც გამოიყენა განსაკუთრებით დიდი რაოდენობის Kh-22-ის (იგივე AS-4 KITCHEN-ის) ტიპის რაკეტები – 5, 5 ტონიანი რაკეტები, რომლებიც თავდაპირველად ავიამზიდების გასანადგურებლად შეიქმნა.

„ვინაიდან რუსეთმა ვერ განაახლა შეთანხმება, კრემლი , როგორც ჩანს, თავს გრძნობს პოლიტიკურად ნაკლებად შეზღუდულად და ცდილობ,ს დარტყმების განახორციელოს ოდესაში სამიზნეებზე, რადგან მიიჩნევს, რომ უკრაინა აღნიშნულ რაიონებში სამხედრო აქტივებს ინახავს“, – აღნიშნავენ ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვაში.

როგორც თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, თავდასხმის შედეგად დაზიანდა ჩერნომორსკის პორტში მარცვლეულის რამდენიმე საცავი, ასევე ოდესის ისტორიული ცენტრი. 24 ივნისს კი რუსეთმა დრონებით დარტყმები განახორციელა მდინარე დუნაიზე, რუმინეთის საზღვრიდან 200 მეტში მდებარე ნავსადგომებზე.

დაზვერვაში აღნიშნავენ, რომ რუსეთის სარაკეტო იერიშების კამპანია ხასიათდება ცუდი დაზვერვით და სამიზნეების არჩევის არაეფექტიანი პროცესით.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – რეკომენდაციებთან დაკავშირებით ივნისის ბოლომდე რისი გაკეთებაც იყო შესაძლებელი, ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდა
შემდეგი სტატიათეთრი სახლი: ზოგადად, ჩვენ არ ვუჭერთ მხარს რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმებს