(foto) ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო სამჯერ მეტ თინეიჯერ ლტოლვილს გაადეპორტებს

ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო სამჯერ მეტ თინეიჯერ ლტოლვილს გაადეპორტებს, ვიდრე ეს ადრე დაანონსდა – დღეს The Independent-ი წერს.
საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია “კარიტასი” და პოლიტიკოსები აღნიშნული ინფორმაციის გამო  შეშფოთებას გამოხატავენ – ქვეყნებში, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს ან გაღატაკებული არიან ომის გამო, ახალგაზრდების გადეპორტება, რომლებსაც ეს-ეს არის 18 წელი შეუსრულდათ, ფაქტობრივად მათ სასიკვდილო განაჩენს ნიშნავს.

ბრიტანეთის შსს-ს განცხადებით, ახალგაზრდებს, რომლებიც უკვე სრულწლოვანები არიან, არ სჭირდება მათი დაცვა. საქველმოქმედო ორგანიზაციები პროტესტს გამოთქვამენ აღნიშნული ფაქრტის გამო, თუმცა, შსს-ს ოფიციალური პოზიციით, ისინი საერთაშორისო სამართლის მიხედვით მათზე დაკისრებულ მოვალეობას თავს არ არიდებენ და თავშესაფრის მიცემის პროცედურებს პირნათლად ასრულებენ.

 

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: გვსურს, სხვებმა საქართველო დაინახონ როგორც შესაძლებლობა და არა საფრთხე
შემდეგი სტატიაშვედი მინისტრი 7 წლის წინ ისრაელის ნაცისტებთან შედარების გამო გადადგა