33.9 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

ბრიტანეთის საზღვაო სავაჭრო ოპერაციების ცენტრი: წითელ ზღვაში სატვირთო გემზე თავდასხმა განხორციელდა

წითელ ზღვაში სატვირთო გემზე თავდასხმა განხორციელდა. დიდი ბრიტანეთის საზღვაო სავაჭრო ოპერაციების ცენტრმა (UKMTO) განაცხადა, რომ გემმა განგაშის სიგნალი გაგზავნა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მათ თავს დაესხნენ „უცნობი შეიარაღებული თავდამსხმელები“ იემენის მთავარი პორტის ქალაქ ალ-უდეიდას სანაპიროსთან.

„გემებს ვურჩევთ, სიფრთხილით გადაადგილდნენ და ნებისმიერი საეჭვო აქტივობის შესახებ აცნობონ ბრიტანეთის საზღვაო სავაჭრო ოპერაციების ცენტრს“, – აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

თავდასხმაზე ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია პასუხისმგებლობა.

იემენელმა შიიტმა „ჰუსიტებმა“, რომლებიც წითელ ზღვას აკონტროლებენ, რეგიონში გემების წინააღმდეგ თავდასხმები 2023 წელს დაიწყეს, თუმცა მას შემდეგ ისინი შეჩერებულია. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა „ჰუსიტები“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ოქრო გაძვირდა
შემდეგი სტატიაუკრაინელებმა ყირიმში სამხედრო აეროდრომსა და ხიდებს დაარტყეს