ბრიტანეთის საგრაფოს პოლიცია კატას სამსახურში აიყვანს

ბრიტანეთის საგრაფოს პოლიცია კატას სამსახურში აიყვანსდარემის საგრაფოს პოლიციის სამმართველომ , ქვეყანაში პირველად, შესაძლებელია დანაშაულთან ბრძოლაში კატა გამოიყენოს.
რამდენიმე დღის წინ სოფელ ბერნოპფილდის მცხოვრები 5 წლის გოგონა, სახელად ელიზა ადამსონ-ხოპერი, საგრაფოს პოლიციის შეფს, მაიკ ბერტონოს დაუკავშირდა.
თავის წერილში გოგონამ ბერტონს მოუყვა, თუ როგორ კარგად გრძნობენ კატები საშიშროებებს, როგორ ორიენტირებენ სივრცეში და ადვილად პოულობენ სახლისკენ გზას.
ელიზამ, რომელსაც სახლში ყავს კატა მიტენსი და ძაღლი სიუზანი, წერილში გაკვირვება გამოთქვა, პოლიციაში რატომ მუშაობენ მხოლოდ ძაღლები და კატები არა. ბერნოპსფილდის ახალგაზრდა მკვიდრის აზრით, სამართალდამცველებს წარმატებულად შეუძლიათ კატების თვისებების გამოყენება დანაშაულთან ბრძოლაში.

თავისდა გასაკვირად, ელიზამ პოლიციის ხელმძღვანელისგან პასუხი მიიღო, რომელიც მას წერდა, რომ იდეით დაინტერესდა და მას თავის კოლეგებს გააცნობს მას.
პოლიციის შეფმა წერილში საკუთარი ხელით დახატა კატა და გოგონას მისწერა, რომ ეს კატა მის სახლში ცხოვრობს და მისი სახელია ჯოი.
გოგონას და პოლიციის შეფის მიმოწერა სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა და ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ დარემის სამმართველომ ნამდვილად დაიწყო საკითხის შესწავლა.
„ვადასტურებ, რომ პოლიციის სამმართველო ნამდვილად აპირებს გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე პირველად აიყვანოს სამსახურში კატა“ – განაცხადა რიჩი ალენმა, რომელიც კინოლოგებს ხელმძღვანელობს პოლიციაში.

banner
წინა სტატიაშიკილაძე ბესელიას პასუხობს
შემდეგი სტატიაამერიკის ხმა:”სანდრა რულოვსი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს”