ბრიტანეთის საგარეო უწყებამ ირანისა და რუსეთის ელჩები დაიბარა

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ტობიას ელვუდმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლონდონის საგარეო უწყების ოფისში რუსეთისა და ირანის ელჩები დაიბარეს – აცხადებს “ბიბისი”.
“ჩვენ შეშფოთებულები ვართ ალეპოში მოქალაქეთა მასობრივი დახოცვის გამო და იმის გამო, რომ ქალაქიდან უსაფრთხო გასვლა შეუძლებელია. ამასტან დაკავშირებით რუსეთისა და ირანის ელჩები საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებული არიან” – წერს ელვუდი “ტვიტერის” საკუთარ ბლოგზე.
ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ბორის ჯონსონმა ასევე განაცხადა, რომ მისმა უწყებამ დღეს სამშვიდობო კორიდორის დაბომბვის შესახებ ინფორმაცია მიიღო.
შეგახსენებთ, რომ დღეს ალეპოს იმ ტერიტორიიდან, რომელსაც დღემდე ამბოხებული ოპოზიცია აკონტროლებს, მეომრებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
გუშინ ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ალეპოში შექმნილი სიტუაციის გამო ირანისა და რუსეთის ელჩები დაიბარა. საფრანგეთი გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას ითხოვს

banner
წინა სტატიაშითეთრი სახლი: პუტინი პირადადად ხელმძღვანელობდა კიბერშეტევებს
შემდეგი სტატიასაფრანგეთი ალეპოს გამო გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის ჩატარებას ითხოვს