ბრიტანეთის საგარეო უწეყბა რუსეთს სამხედრო დანაშაულებში სდებს ბრალს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ სირიაში მშვიდობიან მოქალაქეებზე ავიადარტყმებით, სამხედრო დანაშაული ჩაიდინა – The Sun-ი წერს.
“ერთი რამ, რაც, ჩემი აზრით სამხედრო დანაშაულია – ეს ორმაგი დარტყმის პრაქტიკაა. ისინი ბომბებს ისვრიან და შემდეგ ელოდებიან, როდის მოვლენ მოხალისეები დასახმარებლად, რომ შენონბების ნანგრევებიდან დაშავებულები ამოიყვანონ, ამის შემდეგ, ისინი ისევ ბრუნდებიან უკან და ისევ ისვრიან ბომბს… ჩვენ გვაქვს დამამტკიცებელი მასალები. ჩვენ ყველა საფუძველი გვაქვს განვაცხადოთ, რომ ეს ჩაიდინეს რუსებმა და არა ასადის ავიაციამ” – თქვა ბრიტანელმა მინისტრმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბრიტანეთი ავიადრტყმების დოკუმენტირებას აკეთებს.

banner
წინა სტატიაში(video)გურანდა გაბუნია : ,,ყველგან დავდიოდით, სადაც ბატონი ბიძინა მიდიოდა, ახლა აღარ გვეძახიან”
შემდეგი სტატიაპატრიარქი: ჩვენი ძალა გულმხურვალე ლოცვაში და ჭეშმარიტი ღვთის თავდადებულ მსახურებაშია