ბრიტანეთის საელჩო: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეაჩერონ ძალადობა

საქართველოში ბრიტანეთის საელჩო თბილისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„თვალყურს ვადევნებთ თბილისში მიმდინარე მოვლენებს. ძალადობა, LGBT+ თემის მიმართ მუქარა და ჟურნალისტებზე თავდასხმა, აზიანებს საქართველოს როგორც ტოლერანტული და სტუმართმოყვარე ქვეყნის რეპუტაციას.

მოვუწოდებთ ხელისუფლების, შეაჩერონ ძალადობა და დაიცვან საქართველოს ყველა მოქალაქის ინდივიდუალური უფლებები და თავისუფლებები, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საელჩო „ტვიტერის“ გვერდზე აქვეყნებს.

banner
წინა სტატიაშიჯაფარიძე: დღეს კარგად ჩანს რამდენად საშიშ რეალობაში ვცხოვრობთ
შემდეგი სტატია“პროვოკაციების ავტორებიც ყველამ იცის და ისიც, ვინ დგას ამის უკან”