ბრიტანეთის საელჩო კობახიძეს პასუხობს

BBC დამოუკიდებელია, ეს მათი გადასაწყვეტია, – ასე უპასუხა ბრიტანეთის საელჩომ “რადიო თავისუფლებასთან“ კობახიძის მოთხოვნას, რომელმაც განაცხადა, რომ “ლონდონმა BBC-ის “სიყალბის” გამო ბოდიში უნდა მოიხადოს.“

BBC-ის ბოდიშის მოხდა მოუწევს – კობახიძე
“ეს საკითხი თავად კორპორაციის გადასაწყვეტია“,- განაცხადეს საელჩოში.

„BBC დამოუკიდებელია ბრიტანეთის მთავრობისგან როგორც საოპერაციო, ასევე სარედაქციო საქმიანობის თვალსაზრისით და ეს საკითხი თავად კორპორაციის გადასაწყვეტია“

ცოტა ხნის წინ, კობახიძემ განაცხადა:

„მე მგონია, რომ დიდმა ბრიტანეთმა ჯერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სიყალბის გამო უნდა მოიხადოს ბოდიში. ეს [ბოდიში] არის პირველი, რაც ეკუთვნის დიდ ბრიტანეთს იმიტომ, რომ BBC არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, პირდაპირ ფინანსდება საჯარო არხებით“.

banner
წინა სტატიაში“უკრაინამ ტერიტორიები ჩემს მოსვლამდე დიდი ხნით ადრე დაკარგა” – ტრამპი
შემდეგი სტატიაკომუნიკაციების კომიტეტის წევრად 6 წლის ვადით პარლამენტმა გოგა გულორდავა დაამტკიცა