ბრიტანეთის პრესა: რატომ დადის პუტინი ასე უცნაურად

ბრიტანეთის პრესა: რატომ დადის პუტინი ასე უცნაურად

ბრიტანეთის პრესა: რატომ დადის პუტინი ასე უცნაურადშესაძლებელია მას თავად აზრადაც არ მოსვლია, რომ აქვს საერთო ველური დასავლეთის კოვბოების სიარულის მანერასთან – წერს Times, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და მის რამდენიმე ჩინოვნიკს დიაგნოზი დაუსვა – “მსროლელის სიარულის მანერა”.
პარკინსონის დაავადების ექსპერტები, რომლებმაც რუსეთის პრეზიდენტის ვიდეოკადრები შეისწავლეს, აღნიშნავენ, რომ სიარულისას პუტინს მარჯვენა ხელი უცახცახებს, რაც ნევროლოგიური დაავადების ადრეული სტადიაზე მიანიშნებს – წერს გაზეთი. თუმცა, პუტინის შემთხვევაში ექსპერტები თვლიან, რომ შესაძლებელია ამ შემთხვევაში ხელის უნებლიე მოძრაობები ცეცხლსასროლი იარაღის კურსის ქონასაც ნიშნავდეს, რომელიც მან უშიშროების სამსახურში სწავლისას გაიარა.

მოძრაობების დარღვევის სპაციალისტს ნიდერლანდიდან, ბასა ბლოემს, შემთხვევით ხელში ჩაუვარდა საბჭოური ინსტრუქციები, თუ როგორ უნდა იქცეოდეს უშიშროების აგენტი საომარი მოქმედებებისას. ინსტრუქციაში ნათქვამია: “მოძრაობისას აუცილებელია იარაღი მარჯვენა ხელის მკერდთან იყოს. უნდა იაროთ გვერდით, ჩვეულებრივად, მარცხენა მხარეს, ოდნაც მიმართულებისკენ გასწორებულ მდგომარეობაში.”

კიდევ ერთი ანტი-არგუმენტი იმისა, რომ პუტინს პარკინსონის დაავადების სიმპტომები აქვს, ის გახდა, რომ მისი სიარულის მანერა წლების მანძილზე რაიმე ტიპის გაუარესების ნიშნებს არ შეიცავს და მუდმივად ერთნაირია.
ბლოემის თქმით, მას კოლეგამ პუტინის ვიდეო გამოუგზავნა, სადაც რუსეთის პრეზიდენტი წლების წინ უშიშროებაში მუშაობისას სწავლებას გადის. ვიდეოზე ჩანს, რომ პუტინი უცნაურად დადის.

მკვლევარებმა YouTube-ზე სხვა რუსი ჩინოვნიკების ვიდეო-ფრაგმენტები ნახეს და მათაც სიარულის ანალოგიური მანერა აღმოუჩინეს, როგორც პუტინს – მარჯვენა ხელის ცახცახი. ჩინოვნიკებს შორის არიან რუსეთის პრემიერი დიმიტრი მედვედევი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ანატოლი სერდიუკოვი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი სერგეი ივანოვი.
“პირველი, რაც თავში მოდის, არის, რომ ყველა მათგანს პარკინსოვი აქვს, რომ კრემლში პარკინსონის ეპიდემიაა” – “თაიმსი” ბლოემს ციტირებს.

მათ გამოძიეს, რომ ივანოვიც უშიშროებაში მუშაობდა, სერდიუკოვი არმიასთან იყო კავშირში. მედვედევის სიარულის მანერა კი, მათი აზრით, სავარაუდოდ “ბოსის ზეგავლენაზე” მიუთითებს.

პუტინის სპორტულობა, სიმძიმეების აწევა და ძიუდო იმის წინააღმდეგ მიანიშნებს, რომ მას რაიმე სახის კუნთების ან ხელის ნერვის პრობლემა აქვს.

მკვლევარებმა ხელის ქნევის სხვა მაგალითიც აღმოაჩინეს, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის ხმარებისას ჩნდება და ძირითადად დამახასიათებელია დასავლელი კავბოებისთვის, მათი თქმით, ზუსტად ამ სიარულის მანერის კოპირებას ცდილობდა აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში, თუმცა, ბუშს შედეგი ისეთი არ ქონია, როგორიც, სავარაუდოდ, მას უნდოდა.

banner
წინა სტატიაშიხარკოვის ავტობუსით ცხენი მგზავრობდა
შემდეგი სტატიაკერიმ მოსკოვში 500 დოლარის საჩუქრები იყიდა+ ფოტო