პრეზიდენტ ზელენსკისგან განსხვავებით, პუტინი აჩვენებს, რომ ამ სამშვიდობო მოლაპარაკებებში სერიოზული მოთამაშე არ არის, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა.
„ზელენსკისგან განსხვავებით, პუტინმა აჩვენა, რომ არ არის სერიოზული მოთამაშე ამ სამშვიდობო მოლაპარაკებებში. ის თამაშობს შეთანხმებულ ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით შავ ზღვაში, მიუხედავად ყველა მხარის კეთილსინდისიერი მონაწილეობისა და აგრძელებს დამანგრეველი დარტყმების მიყენებას უკრაინელი ხალხისთვის. მისი დაპირებები ცარიელი დაპირებებია“, – აცხადებს ბრიტანეთია პრემიერი.