ბრიტანეთის პრემიერმა პარალმენტის მუშაობა შეაჩერა

ბრიტანეთის პრემირ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა პარალმენტის მუშაობა დროებით, ოქტომბრის შუამდე შეაჩერა – 28 აგვისტოს მან გადაწყვეტილების შესახებ დედოფალ ელისაბედ მეორეს აცნობა.
ექსპერტების თქმით, მსგავსი ნაბიჯი, შესაძლებელია, იქით არის მიმართული, რომ მან ხისტი “ბრექსიტი” შეუფერხებლად განახორციელოს და დეპუტატებს შეწინააღდეგების საშუალება არ დაუტოვოს. ბორის ჯონსონის წერილში ნათქვამია, რომ “მეორე საპარლამენტო სესია 14 ოქტომბერს დედოფლის სიტყვით დაიწყება” – “დოიჩე ველე” წერს.

ლეიბორისტების ხელმძღვანელმა, ჯერემი კორბინმა ოპოზიციის ლიდერები და კანონმდებლები ჯონსონის გეგმის განსახილველად მოიწვია.
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან 31 ოქტომბერს უნდა გამოვიდეს. რამდენიმე დღის წინ საფრანგეთში ჯონსონმა თქვა, რომ “ბრექსიტის” შესახებ ბრიტანეთ-ევროკავშირის გეგმა “მკვდარია”, მასში გათვლილი კომპენსაცია კი უმოქმედო იქნება შეთანხმების არ არსებობის შემთხვევაში.

banner
წინა სტატიაშისამი წლის ბავშვის დაჭრის ფაქტზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეწყალებაზე უარი უთხრა