ბრიტანეთის პრემიერისგან რეზიდენციის რემონტისთვის ფინანსებზე ახსნა-განმარტებას ითხოვენ

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონისგან ოპონენტები განმარტებას ითხოვენ, თუ ვინ დააფინანსა დაუნინგ-სტრიტზე მისი რეზიდენციის რემონტი. ჯონსონის მთავარმა მრჩეველმა ეჭვი გამოთქვა, რომ პრემიერმა პოლიტიკური შემოწირულობების წესი დაარღვია.

ინგლისში ადგილობრივ არჩევნებამდე რვა დღეა დარჩენილი. გარდა ამისა, წინ არის უელსისა და შოტლანდიის რეგიონალური არჩევნები, ჯონსონი კი ბრალდებების ტალღაში ეხვევა კოვიდ-19-ის პანდემიის ფარგლებში მოუწესრიგებელი პროცესებიდან დაწყებული, დასრულებული საკითხით, თუ ვინ აგებს პასუხს მისი რეზიდენციიდან ინფორმაციის გაჟონვაზე.
გასულ თვეს რემონტის ხარჯებთან დაკავშირებით შეკითხვაზე ჯონსონის პრეს-მდივანმა განაცხადა, რომ ყველა შემოწირულობა, გადასახადები და შეღავათები კონსერვატიული პარტიის მიერ დეკლარირებულია და ის არ გამოიყენება რემონტისთვის.

ჯონსონი ყოველწლიურად 30 ათას ფუნტსტერლინგს იღებს გადასახადების გადამხდელებისაგან იმ ადგილის შესანახად და მოსაწყობად, სადაც ოფიციალურად ცხოვრობს, მაგრამ ყველა ხარჯი, რომელიც ამ თანხას აჭარბებს, დეკლარირებული უნდა იყოს – .reuters-ი წერს.

მინისტრებმა თქვეს, რომ ჯონსონმა თავად გადაიხადა სამუშაოსთვის, მაგრამ უცნობია როდის, ასევე, უცნობია, დაჯდა თუ არა რემონრი ნამდვილად 200 ათასი, როგორც ეს გავრცელდა. ოპოზიციური ლეიბორისტული პარტია ახსნა-განმარტებას ითხოვს.

banner
წინა სტატიაშიგიგა წულეისკირი – სულ მინდოდა შემექმნა ბიზნესი, რომელიც სხვისი პრობლემების მოგვარებაზე იქნებოდა ორიენტირებული
შემდეგი სტატიაგერმანიაში სპეცსამსახურები კორონასკეპტიკოსებს გააკონტროლებენ