ბრიტანეთის პრემიერის პოსტზე ორი კანდიდატი დარჩა

ბრიტანეთის პრემიერის პოსტზე ორი კანდიდატი დარჩა

2მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სავარძლის მარათონს მაიკლ გოუვი გამოეთიშა, კონსერვატიული პარტიის არჩევნების ბოლო რაუნდში ორი კანდიდატი დარჩა – ტერეზა მეი და ანდრეა ლედსი.
მეის კანდიდატურას 199 დეპუტატმა მისცა ხმა, ლედსის – 84-მა. მესამე ადგილი 46 ხმით დაიკავა მაიკლ გოუვმა, რომლის შემდეგადაც, რეგლამენტის თანახმად, ის მარათონს გამოეთიშა.

ფინალურ ეტაპზე პარტიის წევრები ლედსსა და მეის შორის გააკეთებენ არჩევანს. ხმის მიცემა ფოსტით მოხდება. საბოლოო შედეგები 9 სექტემბერს იქნება ცნობილი – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიგერმანიაში პროსტიტუციის შესახებ ახალი კანონი მიიღეს
შემდეგი სტატიაპუტინმა შსს-ს კადრები 64 ათასით გაზარდა