ბრიტანეთის პრემიერი პროტასევიჩის ვიდეოს ნახვის შემდეგ: ბელორუსის მოქმედებებს შედეგები მოყვება

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ბელორუსი ოპოზიციონერი ბლოგერის რომან პროტასევიჩის ვიდეოს ნახვის შემდეგ, რომელიც მისი დაკავების შემდეგ არის გადაღებული, შეშფოთებულია ჩანაწერით. “ვიდეო რომან პროტასევიჩთან, ნახვისას ღრმა შეშფოთებას იწვევს. როგორც ჟურნალისტი და თავისუფალი სიტყვის მომხრე, მისი დაუყოვნებელი განთავისუფლებისკენ მოგიწოდებთ. ბელორუსის მოქმედებებს შედეგები ექნება” – ჯონსონმა საკუთარ “ტვიტერზე” დაწერა.

ადრე ბელორუსის სახელმწიფოებრივ არხზე აჩვენეს ვიდეო, სადაც დაკავებული ჟურნალისტი ამბობს, რომ “დედაქალაქში მასობრივი არეულობების ორგანიზებისთვის ჩვენებებს აძლევს”.
ვიდეოში პროტასევიჩი ამბობს, რომ მინსკის N1 იზოლატორში იმყოფება და მას ყველანაირი კანონის დაცვით ექცევიან. დაკავებულის მამა დმიტრი პროტასევიჩი ამბობს, რომ საკუთარი შვილის “”აღიარება” გააანალიზა და თვლის, რომ მისი შვილი ნაცემია, მისი მოქმედებები კი არაბუნებრივი – უკრაინული eurointegration-ი წერს.

23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავი ათენი-ვილნიუსის მიმართულებით რეგულარულ რეისს ასრულებდა. მის ბორტზე ოპოზიციონერი ბლოგერი რომან პროტასევიჩი იმყოფებოდა. თვითმფრინავმა ბელორუსის დედაქალაქში საგანგებო დაშვება განახორციელა მას შემდეგ, რაც შეატყობინეს, რომ თვითმფრინავში ბომბია, რომლიც არასწორი აღმოჩნდა. თვითმფრინავს ბელორუსის სამხედრო ძალების გამანადგურებლები აცილებდნენ, რომელიც პირადად ლუკაშენკოს ბრძანებით მოქმედებდნენ..
თვითმფრინავის გატაცება მკაცრად დაგმეს ევროკავშირმა, აშშ-მ და ნატომ. ის ნატოს სამიტზე ერთ-ერთიმნიშვნელოვანი თემა იქნება.

ლიეტუვამ და პოლონეთმა თვითმფრინავის იძულებით დასმას “სახელმწიფო ტეროტიზმი” უწოდეს.

ბლოგერთან ერთად დაკავებულია რუსეთის მოქალაქე, ვილნიუსის ევროპის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სტუდენტი სოფია საპეგი, რომელიც რომან პროტასევიჩთან ერთად ტელეგრამ-არხ “ნეხტას” თანადამფუძნებელია.

banner
წინა სტატიაშიასლან ბჟანია: “აფხაზეთის სახელმწიფოებრივი სტატუსის საქართველოსთან ან სხვებთან განხილვას არ ვაპირებთ”
შემდეგი სტატიაკრემლმა ბელორუსს თვითმფრინავის დასმასთან დაკავშირებით მხარდაჭერა გამოუცხადა