ბრიტანეთის პოლიციამ თავდამსხმელის ფოტო გამოაქვეყნა

ბრიტანეთის პოლიციამ დღეს ხალიდ მასუდის ფოტო გამოაქვეყნა, რომელმაც ოთხშაბათს ლონდონის ცენტრში ტერაქტი მოაწყო.

დღესვე გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტანელმა სამართალდამცველებმა კიდევ “ორი მნიშვნელოვანი დაკავება” განახორციელეს ლონდონის ცენტრში თავდასხმასთან დაკავშირებით. ამდაგვარად, საერთო ჯამში, ტერაქტის გამოძიების პროცესში სულ 10 ადამიანი დააკავეს, მათგან ერთი ქალი გირაოთი გამოუშვეს. წუხელ გარდაცვლილთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა – გარდაიცვალა 75 წლის ქალბატონი.

მამაკაცი, რომელმაც ლონდონის ცენტრში თავდასხმა მოაწყო, ბრიტანეთში დაიბადა და ბრიტანეთის სპეცსამსახურებმა მის შესახებ იცოდნენ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ტერესა მეიმ განაცხადა. მისი თქმით, თავდამსხმელი რამდენიმე წლის წინ ექსტრემიზმის შესახებ საქმეში ფიგურირებდა, თუმცა მთავარი ფიგურანტი არ ყოფილა.
შეგახსენებთ, რომ ტერაქტი 22 მარტს მოხდა. ტერაქტის შედეგად ხუთი ადამიანი გარდაიცვალა და 30-მდე დაშავდა, მათ შორის, ორი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
მომხდარზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

banner
წინა სტატიაშიმედეა ვასაძე „ოცნებას“: „ნაციონალების“ „უპირატესობით“ ხარკს უკეთებთ თქვენივე წარსულს და აწყმოს!“
შემდეგი სტატიაჩეჩნეთში თავდასხმაზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო